Saturday, April 4, 2015

მექანიკური მუშაობა -გეგმა


გაკვეთილის თემა
მექანიკური მუშაობა
სწავლის საფეხური და კლასი
საბაზო მე-8 კლასი
პედაგოგის სახელი გვარი
ფიზიკა მაყვალა ხარშილაძე
მოსწავლეთა რაოდენობა
21
სსსმპ
0
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
  • მიღებული ცოდნის კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირების ანალიზის დასკვნის გამოტანის და ნამუშევრების ორგანიზების უნარ-ჩვევების განვითარება.
  • მექანიკური მუშაობის განსხვსვება ყოველდღიურ ცხოვრებაში მიღებული ,,მუშაობის’’ ცნებისაგან
ეროვნული სასწავლლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები ფიზ.VIII.5
  1. მოსწავლეს შეუძლია მექანიკური
მუშაობის შესახებ მსჯელობა
  1. განასხვავებს მექანიკურ მუშაობის ყოველდღიურ ცხოვრებაში მიღებული მუშაობის ცნებისაგან
  2. რაოდენობრივად ახასიათებს მექანიკური მუშაობის დამოკიდებულებას მის განმსაზღვრელ სიდიდეებთან
მოსწავლეების ამოცანების სწავლის შედეგები
განასხვავებს მექანიკურ მუშაობას ყოველდღიურ ცხოვრებაში მიღებული „მუშაობის “ ცნებისაგან
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ იმსჯელონ,მექანიკურ მუშაობაზე ,თუ როდის იქნება იგი დადებითი უარყოფითი ან „0 “-ის ტოლია ,მოიყვანენ შესაბამის მაგალითებს საკუთარი დაკვირვებიდან გამომდინარე
უნარები
შემოქმედებითი აზროვნება ,კრიტიკული აზროვნება გამოყენება , ინფორმაციის გაგება ადრე ათვისებული ცოდნის გამოყენება პრაქტიკული და ახალი გზით
I ფაზა - გამოწვევა თანმიმდევრობით აქტივობა და დრო  
1.კითხვა - პასუხი 10 წთ
მასწავლებელი მოსწავლეებს დასაწყიშივე აცნობს გაკვეთილის თემას .მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს .
 გამოწვევის მიზნით ,მასწავლებელი აძლევს დავალებას გაიხსენონ ყველა ის შემთხვევა , რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში მუშაობს უკავშირებენ მასწავლებელი ხაზგასმით აღნიშნავს რომ მუშაობა არის ძალის ნამრავლი გადაადგილებაზე
II ფაზა -სიღრმისეული წვდომა
2.აქტივობა 20 წთ კონკრეტულ მაგალითებზე
1.სხეულს ძაფის მეშვეობით თანაბრად ამოძრავებენ ჰორიზონტალურ ზედაპირზე , როგორი თანაფარდობაა სხეულზე მოქმედებს ძალებს შორის
2. მასწავლებელი სვამს კითხვებს : ყოვლეთვის სრულდება თუ არ მექანიკური მუშაობა
3.რა  ერთეულებით გაიზომება მუშაობა ?როგორ ჩაიწერება ფორმა
III ფაზა რეფლექსია  მეთოდი - 3, 2, 1, 8 წთ
მასწავლებელი გაკვეთილის შეჯამების მიზნით იყენებენ მეთოდს  3 , 2 , 1 და მოსწავლეებს სთხოვს წინასწარ დარიგებულ  ფურცლებზე დაწერონ წყვილებში სამი რამ რაც საინტერესო იყო ორი რაც ახალი იყო და ერთი რაზეც მეტი უნდათ , რომ   იცოდნენ  ხდება აზრების გაცვლა - გამოცვლა , მსვლელობა და დასკვნების გამოტანა
შეფასების სისტემა
ვაფასებ შეფასების რუბრიკით , შემდეგი კრიტერიუმებით .
1.(მუშაობის სხვადასხვა ფორმა )არჩეულ  კრიტერიუმებზე სტანდარტებსა და პირობებზე დაყრდნობით ,მსჯელობა ან გადაწყვეტილების მიღება
7 წთ თემის საჭირო ძირითადი რესურსები
m- მასის საწონი ძაფი , (ცარცი - პლასტელინი ) კომპიუტერი , პროექტორი ,საპრეზენტაციო ფაილი  www.physics.ge

სურათი

ჩემი ლამაზი ქვეყანა

ლამაზი ბუნებით

Friday, April 3, 2015

განახლებადი ენერგია

პროექტის სახელწოდება:


განახლებადი ენერგია, თერმული წყალი სკოლასა და ხალხის სამსახურში

პროექტის მთავარი იდეა:გეოთერმული წყლის ენერგიის გამოყენება 24საათის განმავლობაში სკოლის შენობის გასათბობად და სკოლაში საცურაო აუზის მოწყობისათვის.


პროექტის აქტუალობა:სკოლასა და საზოგადოებას შორის მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბება. სამოქალაქო და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება  მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობის გაზრდა სასკოლო ცხოვრებაში
პროექტის მიზნები:მოსახლეობის ინფორმირება ენერგიის ალტერნატიული წყაროების, სოფელში არსებობის შესახებ და ამ რესურსის აქტიური გამოყენება სკოლის საკეთილდღეოდ.


მოსწავლეთა ასაკი: მე-10-მე-11 კლასის მოსწავლეები


ვადები/ხანგრძლივობა:1 წელი

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:

  • სკოლას ექნება გათბობის ბუნებრივი საშუალება;
  • აღარ იქნება საჭიროება გათბობის სხვა საშუალებების ძებნისა და გადარჩება ტყის რესურსი;
  • მოსწავლეებს ექნებათ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში სწავლის შესაძლებლობა. 
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
  • პლასტმასის მილები;
  • მილებისთვის საჭირო თბოიზოლაცია;
  • მდინარის ქვიშა;
  • წყლის ტუმბო;
  • ტრანსპორტი.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
  • მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფის შექმნა;
  • ჯგუფის წევრებზე ფუნქციების დელეგირება;
  • გამოსაყენებელი რესურსის ადგილზე დათვალიერება;
  • საჭირო რესურსების შექმნა.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
  • ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება;
  • ინფორმაციის მოძიება;
  • მათემატიკური გამოთვლები.
პროექტის ხელმძღვანელი: მაყვალა ხარშილაძე
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:mayvalaxarshiladze@gmail.com                                       

მექანიკური მუშაობა

Wednesday, April 1, 2015

მექანიკური მუშაობა გაკვეთილის გეგმა

კრიტერიუმი/შკალა
დაბალი
საშუალო
კარგი
საუკეთესო
კვლევის მიზანი
არასწორად აყალიბებს მიზანს
ნაწილობრივ სწორად აყალიბებს მიზანს
აყალიბებს მიზანს სწორად განსაზღვრავს ცვლად და დამოკიდებულ სიდიდეებს
სრულყოფილად აყალიბებს მიზანს განსაზღვრავს სპეციფიკურ დეტალებს
კვლევის შედეის ვარაუდი
უჭირს ვარაუდის ჩამოყალიბება
აყალიბებს მაგრამ  ვერ ასაბუთებს თავის ვარაუდს
აყალიბებს მაგრამ ნაწილობრივ ასაბუთებს თავის ვარაუდს
აყალიბებს და ასაბუთებს თავის ვარაუდს
საუბარი
დსბნეულია დაგაუგებრად საუბრობს
ხშირად ჩერდება და იმეორებს ერთსა და იგივეს
გამართული და გასაგებია
გამართული და გასაგებია.არ ორჭოფობს,საუბრობს დარწმუნებით
დასკვნები
არ არის გაკეთებული
დასკვნები გაუმართავი და ულოგიკოა
ლოგიკურია და კარგად არის ჩამოყალიბებული,თუმცა მცირედი ხარვეზებით
ლოგიკურია,კარგად არის ჩამოყალიბებული და ორგანულია
პასუხები აუდიტორიის შეკითვებზე
უჭირს პასუხის გაცემა
პასუხი არ არის გამართული
თითქმის ყველა კითხვას პასუხობს
პასუხობს ყველა კითხვას

mosalodneli Sedegebi

proeqtis xelm

ჩემი პირველი პოსტი

ეს არის ჩემი პირველი პოსტი