Friday, April 3, 2015

განახლებადი ენერგია

პროექტის სახელწოდება:


განახლებადი ენერგია, თერმული წყალი სკოლასა და ხალხის სამსახურში

პროექტის მთავარი იდეა:გეოთერმული წყლის ენერგიის გამოყენება 24საათის განმავლობაში სკოლის შენობის გასათბობად და სკოლაში საცურაო აუზის მოწყობისათვის.


პროექტის აქტუალობა:სკოლასა და საზოგადოებას შორის მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბება. სამოქალაქო და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება  მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობის გაზრდა სასკოლო ცხოვრებაში
პროექტის მიზნები:მოსახლეობის ინფორმირება ენერგიის ალტერნატიული წყაროების, სოფელში არსებობის შესახებ და ამ რესურსის აქტიური გამოყენება სკოლის საკეთილდღეოდ.


მოსწავლეთა ასაკი: მე-10-მე-11 კლასის მოსწავლეები


ვადები/ხანგრძლივობა:1 წელი

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:

  • სკოლას ექნება გათბობის ბუნებრივი საშუალება;
  • აღარ იქნება საჭიროება გათბობის სხვა საშუალებების ძებნისა და გადარჩება ტყის რესურსი;
  • მოსწავლეებს ექნებათ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში სწავლის შესაძლებლობა. 
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
  • პლასტმასის მილები;
  • მილებისთვის საჭირო თბოიზოლაცია;
  • მდინარის ქვიშა;
  • წყლის ტუმბო;
  • ტრანსპორტი.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
  • მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფის შექმნა;
  • ჯგუფის წევრებზე ფუნქციების დელეგირება;
  • გამოსაყენებელი რესურსის ადგილზე დათვალიერება;
  • საჭირო რესურსების შექმნა.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
  • ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება;
  • ინფორმაციის მოძიება;
  • მათემატიკური გამოთვლები.
პროექტის ხელმძღვანელი: მაყვალა ხარშილაძე
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:mayvalaxarshiladze@gmail.com                                       

No comments:

Post a Comment